თბილისის N192 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა ქართული ხალხური ზღაპარი „გააცოცხლეს“
03-05-2022
თბილისის N192 საჯარო სკოლის მე-2დ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა წარმოადგინეს.
მათ ქართულის გაკვეთილზე ხალხური ზღაპარი „ცხვარი და სიღარიბე“ გააცოცხლეს. მეორეკლასელებმა შესაბამისი როლები მოირგეს და თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მე-2 კლასში გამართული ღონისძიებაც.
„მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩაერთნენ სახალისო აქტივობაში“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს