„ყველა ორგანოს მუშაობა მნიშვნელოვანია“- თბილისის N192 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
თბილისის N192 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეევმა დავალებები თემაზე „ყველა ორგანოს მუშაობა მნიშვნელოვანია“ მოამზადეს.
მათ თემის გარშემო ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ნაშრომები შექმნეს და ინფორმაცია სხებსაც გააცნეს. ისინი აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: