ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ საჯარო დებატები გაიმართა
03-05-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალში სასკოლო პროექტის - „ადამიანის უფლებები“ ფარგლებში თემაზე - „სუროგაცია გამართლებულია“ საჯარო დებატები გაიმართა. 

დებატები ბიოლოგიისა და დებატკლუბის მასწავლებელ/მენტორების ორგანიზებით ჩატარდა. 

საჯარო დებატებში მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საჯარო გამოსვლას ბიოლოგიის მასწავლებელი ნანა ჭეიშვილი და დებატკლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ხალვაში ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203