„3 პატარა გოჭი“- ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ პირველი კლასის მოსწავლეებმა თეატრალური წარმოდგენა გამართეს
03-05-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის პირველი კლასის მოსწავლეებმა თეატრალური ნომერი „3 პატარა გოჭი“ გაითამაშეს. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ფორმები მოირგეს და აქტივობაში უდიდესი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. ნომერი სანახაობრივი და საინტერესო იყო.

აღსანიშნავია, რომ „პროგრესში“ მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნვა ყოველდღიური საზრუნავია, რისთვისაც მათ პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203