ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი სამეწარმეო განათლების კონფერენციაში მონაწილეობდა
03-05-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალის მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი ნანა კუპრეიშვილი სამეწარმეო განათლების კონფერენციაში მონაწილეობდა.

კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა და მას იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველოს“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია არჩევითი საგნის - მეწარმეობის საფუძვლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მეწარმეობის საფუძვლები, როგორც საგანი, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში მეხუთე წელია დანერგილია და მისი მენტორია - ნანა კუპრეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203