კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ხუციშვილმა კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვა
04-05-2022

კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანების მთავარი და საქალაქო ბიბლიოთეკების ერთობლივ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობდნენ. 

კალიგრაფიის კონკურსში - „ო, ენავ ჩემო...“ კასპის N4 საჯარო სკოლიდან ლიზი ხუციშვილი (მე-8 კლ), ლიზი ჩუხრუკიძე (მე-8 კლ), ეთერი მაისურაძე (მე-8 კლ), ანი ბერიანიძე (მე-8 კლ) და ნუცა გამყრელიძე (მე-8 კლ) მონაწილეობდნენ. მოსწავლეები კონკურში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და კალიგრაფიული ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული - კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ხუციშვილი.

გამარჯვებულსა და კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203