ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს
03-05-2022
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალი მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე რეგისტრაციას აცხადებს. 

თუ გსურთ, რომ „პროგრესის“ მასწავლებელი გახდეთ და შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ. 

მოსამზადებელი პროგრამა სრულიად უფასოა.

„გსურს გახდე პროგრესის მასწავლებელი და ასწავლო პროგრესულ თაობას?
ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი იწვევს კვალიფიციურ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებს ამერიკული საერთაშორისო სკოლისთვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური).
თუ გაქვს უმაღლესი განათლება ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი და კარგად ფლობ ინგლისურ ენას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შანსს სრულიად უფასოდ გაიარო მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა და გახდე პროგრესის მასწავლებელი! 
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნე კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები: https://go.schoolprogress.ge/ProgressTeacher“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203