კასპის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა
03-05-2022
კასპის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრები ხშირად იმართება და სტუმრები ბავშვებს მეტად საინტერესო საკითხებზე ესაუბრებიან.

ამჯერად, სკოლას სალოტბარო სკოლის პედაგოგი და ლოტბარი თორნიკე მერაბიშვილი ესტუმრა. 

შესანიშნავი სტუმარი ბავშვებს ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა რაოდენ აუცილებელია, რომ ჩვენმა პატარებმა შეისწავლონ და შეინარჩუნონ ჩვენი ფოლკლორი

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მოსწავლეები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203