ქვედა საზანოს N2 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული მუსიკის გაკვეთილი ჩაუტარდათ
03-05-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგის, იზა ფხაკაძეს ხელმძღვანელობით მე-6 კლასში მუსიკის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად ინფორმაციული და საინტერესო აქტივობებით გაჯერებული იყო. მეექვსეკლასელები გაკვეთილში დიდი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ.
„წარმატებები იზა მასწავლებელს და მის მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს