
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ამ დღეს მოსწავლეები წიგნის ჩუქების უკვე ტრადიციად ქცეულ წამოწყებას შეუერთდნენ, ერთმანეთს საჩუქარი გაუკეთეს და წიგნები გაცვალეს.
წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე 23 აპრილს აღინიშნება. ეს თარიღი „იუნესკომ“ დააწესა და მისი აღნიშვნა წიგნის კითხვის წახალისებას ემსახურება.
იხილეთ ფოტოები: