კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ტურნირს „ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ უმასპინძლა
14-03-2018
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტლუბის ინიციატივით, ბაკურ ხუბულავასა და გიგა ჩალიგავას საავტორო ტურნირი „ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ ჩატარდა. თამაში სამი ეტაპისაგან შედგებოდა, თითოეულ ნაწილში კი 12-12 კითხვა დაისვა.
შეჯიბრში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდების გარდა, თბილისის ჩემპიონატის - პირველი, მეორე, ახალი, უმაღლესი და სუპერლიგის - ჯამში 18 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირში ისეთი ცნობილი მონაწილეებიც ჩაერთნენ, როგორებიც არიან - გაგი გაბრიჭიძე, ზაალ ხონელიძე, შანშე ქექაძე და სხვანი.
ტურნირის „ოცდათექვსმეტი დრამატული სიტუაცია“ გამარჯვებული გუნდი - „კრის პოლი“ (კაპიტანი შაკო ჩიკვილაძე) გახდა. გუნდი ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.
შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისინტელექტკლუბი ინტელექტუალური ხასიათის თამაშებს პერმანენტულად ატარებს. გაზაფხულის სეზონი 16 მარტს, „რა? სად? როდის?“ - შიდა ჩემპიონატით განახლდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია