„ყველას გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას!“- ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ ამერიკული აკრედიტაცია მოიპოვა
04-05-2022
ქართულ-ამერიკულ უმაღლესმა სკოლამ უდიდეს წარმატებას მიაღწია და ახლა, GAHS სრულად აკრედიტირებული ამერიკული სკოლა გახდა.

აღნიშნულ სასიხარულო ინფორმაციას, სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი ავრცელებს და საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას უზიარებს:

„ამერიკული აკრედიტაცია! შარშან Graduation Day-ზე გამოვაცხადე რომ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა იწყებდა ამერიკული აკრედიტაციის მიღების პროცესს და აი, ახლა GAHS სრულიად აკრედიტირებული ამერიკული სკოლაა!

მიჰყევით ბმულს: Cognia.org -> Fing an Accredited School და გრაფაში - City ჩაწერეთ Tbilisi. თბილისში ამერიკული აკრედიტაციის მქონე ორი სკოლა გაიხსნება, მათ შორის ერთ-ერთი ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს წარმატებას! ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ამერიკას!“, - აღნიშნულია დირექტორის, მამუკა მესხიშვილის განცხადებაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203