„დედამიწა ჩვენი სახლია“ ​- ნაგების საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველებაში საინტერესო​ გაკვეთილი ჩატარდა
03-05-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის II-IV კლასებში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ბუნებისმეტყველებაში თემაზე - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გაკვეთილი ჩატარდა.

ბავშვებმა დიდი ყურადღებით მოისმინეს და ისაუბრეს არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და იმ საფრთხეებზე, რაც ადამიანის დაუდევრობას შეიძლება მოჰყვეს.

„მოსწავლეებმა იციან, რომ დედამიწა „ცოცხალი არსებაა“ და მას მუდმივად სჭირდება მოფრთხილება. ერთადერთი გზა, რითიც ჩვენ შეგვიძლია დედამიწის მოვლა, არის გარემოს დაცვა. მოვუფრთხილდეთ დედამიწას, ჩვენი კეთილდღეობისა და ჯანმრთელი მომავლისათვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203