იანეულის საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილ სათბურში მარწყვის ნერგები დაირგო
03-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილ სათბურში სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს.
„გურიის აგრობიზნეს ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტის, „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“ ფარგლებში სათბურში, მარწყვის კულტურის გასაშენებლად სამუშაოები მიმდინარეობს. ამჯერად, მარწყვის ნერგები დაირგო.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოებში მოსწავლეები დიდი ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. სკოლაში მსგავს აქტივობებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.