ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგებმა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ღია გაკვეთილები ჩაატარეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, პედაგოგებმა: ნატო კონცელიძემ (ინგლისური ენა), ინეზა ცენტერაძემ (ქართული ენა), ირმა ცენტერაძემ (დაწყებითი კლასები), დოდო კიკვიძე (ქიმია) ღია გაკვეთილები ჩაატარეს.
გაკვეთილები თანამედროვე მეთოდების, შექმნილი და მზა რესურსებით გამოყენებით გაიმართა.
ბავშვები საგაკვეთილო აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ, თუმცა იყო ისეთი აქტივობა, რომელიც საკლასო ოთახს გასცილდა.
„მადლობა მათ, ვინც ერთხელ კიდევ გაკვეთილი სასურველი და სახალისო გახადეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: