„საუკეთესო სააღდგომო მოსალოცი კალათა“- სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასში კონკურსი გაიმართა
03-05-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს აქტივობა მიეძღვნა.
მე-3დ კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე ჩატარებული პრაქტიკული სავარჯიშოს - მცენარის ზრდა განვითარებაზე დაკვირვების მიზნით, ჩათესილი ხორბალი ხელოვნების ნიმუშად აქციეს. კლასში კონკურსი „საუკეთესო სააღდგომო მოსალოცი კალათა“ გამოცხადდა.
მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს, კვერცხები გააფერადეს, შექმნეს აპლიკაციები, გამოძერწეს. მათ მიერ დახატული სააღდგომო კალათები საკლასო ოთახის კედელზე გამოიფინა. კონკურსის ფარგლებში, არაჩვეულებრივი ნამუშევრები შეიქმნა. ჟიურიმ კი სამი საუკეთესო ავტორი დაასახელა. ესენი არიან:
დემეტრე გვასალია;
მარიამ ახალაია;
ლიზი ჭანტურია.
აქტივობაში ყველა მოსწავლე დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. მათი მასწავლებელი შორენა ნოდიაა.
„საკუთარი ხელით შექმნილი სააღდგომო აქსექსუარებით, ბზის ტოტებით, სანთლებით, პასკით მორთეს მათ მიერ ჩათესილი ჯეჯილი,მოაწყვეს გამოფენა-კონკურსი.
შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ შეღება ფერადი კვერცხი, რაშიც მონაწილეობა ჟიურის წევრებმა და მასწავლებელმაც მიიღეს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203