ქუთაისის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნეს
03-05-2022
ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განახორციელეს, მათ ნერგები დარგეს და სკოლის ეზო გაამწვანეს. 

გაიმართა თემატური ნამუშევრების გამოფენაც.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს უმასპინძლეს, ღონისძიებებში ისიც ჩაერთო. 

მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას კარგად იაზრებენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203