არწივანის საჯარო სკოლის მოსწავლეები უჩვეულო მუზეუმს ესტუმრნენ
03-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზოვენ.
ამჯერად, 16 აპრილს სკოლის ფიზიკის პედაგოგის, მარიკა ტაკაშვილის ხელმძღვანელობით დაგეგმილი სასწავლო - შემეცნებითი გასვლა თბილისის „ექსპერიმენტორიუმში“ განხორციელდა.
აქტივობის მიზანი მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესება იყო.
„იქ მისულ მოსწავლეებს, მეცნიერების პოპულარიზაციის იდეით გულანთებული პროფესიონალი გიდი დახვდა, რომლის წყალობოთაც მათ უფრო მეტი გაიგეს „ნიუტონის ქანქარას“, „მაქსველის ქანქარას“, „ტესლას სფეროს“ და ა.შ. შესახებ. ექსპერიმენტის საკუთარი ხელით ჩატარება დღეს ყველა მოსწავლის ოცნებაა „აზოტის შოუმ“ ეს შეძლო.
მოსწავლეები და მასწავლებლები, გამოვხატავთ მადლიერებას და დიდ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, ბატონ ფრიდონ დავითაძეს დახმარებისა და გვერდში დგომისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203