„გასაუბრება იასთან“ - ღარის საჯარო სკოლაში პერფორმანსი მოეწყო
03-05-2022
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი - „გასაუბრება იასთა“ გაიმართა.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა მოაწყეს საინფორმაციო პრეზენტაცია, წაიკითხეს ლექსები და ასევე, მოეწყო საინტერესო ვიქტორინა.
„დედაენის დღე - 14 აპრილი, ჩემი როგორც ქართველის და ქართულის მასწავლებლისთვის საამაყო და უსაყვარლესი დღეა.. მსურს, ამ დღის მნიშვნელობა ჩემს ყოველ მოსწავლეს ესმოდეს. შესაბამისად, ყოველ წელს ვახორციელებ სხვადასხვა აქტივობას. გვქონდა პერფორმანსი „გასაუბრება იასთან“, საინფორმაციო პრეზენტაცია, პოეზია და ვიქტორინა... პატარები საკმაოდ პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს და თავადაც ისიამოვნეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203