მაჭატიის საჯარო სკოლაში არუთინ საიათნოვას ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
03-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სომეხი პოეტისა და მომღერლის, არუთინ საიათნოვასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სომხური ენის პედაგოგმა, ლუსია უზუნიანმა ღონისძიების სახით მოსწავლეებს მეტად სასიამოვნო და დაუვიწყარი დღე აჩუქა.

აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და მის ცხოვრებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, თემის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ანაიტ პარონიანმა დამსწრე საზოგადოებას აქტიურობისა და ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203