მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში მონაწილეობდნენ.
სკოლის ორი მოსწავლე - იასამან რზაევა და ლალა ისმაილოვა საუკეთესო ათეულში მოხვდა, ხოლო მეთერთმეტეკლასელემა, აისუ ასკეროვამ მე-2 ადგილი დაიკავა, დაჯილდოვდა სერტიფიკატითა და ტექნიკის მაღაზიის 200-ლარიანი ვაუჩერით.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას.
იხილეთ ფოტოები: