
თბილისის N94 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
დედამიწის დღეს გარემოსდაცვითი აქცია მიუძღვნა სკოლის ერთიანმა გუნდმა: მშობლები, მასწავლებლები, ტექნიკური პერსონალი - ერთად მონაწილეობდნენ სკოლის ეზოს გამწვანებაში.
ამიერიდან ეზოს სამეგრელოდან ჩამოტანილი ულამაზესი ტუიები დაამშვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ნარგავების შეძენა პედაგოგთა პირადი შემოწირულობებით მოხდა.
„მადლობა პედკოლექტივს და დირექციას ამ აქციის ორგანიზებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე ერთიანდება. ამ დღესთან დაკავშირებით 193 ქვეყანაში გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება.