
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ.
რა თქმა უნდა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც დედაენის დღე.
14 აპრილს, კაკაბეთის საჯარო სკოლის IIა კლასის დამრიგებელმა, ლალი თეთრაშვილმა და ქართული ენის მასწავლებელმა, ხათუნა ჭიკაძემ ჩაატარეს საკლასო ღონისძიება - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!“.
მოსწავლეებმა ქართულ ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ისაუბრეს ი. გოგებაშვილის შემოქმედებაზე.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება რეგულაციების დაცვით ჩატარდა.
იხილეთ ფოტოები: