ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი ჩატარდა
02-05-2022
2 მაისს, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომ სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდა.

მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა -კურთხევით ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი ჩატარდა.

პარაკლისზე მოსწავლეები დალოცეს და მშობლიური სკოლისა თუ სამშობლოს სასახელოდ წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203