ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „გვირილობა“ აღნიშნეს
02-05-2022
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა 2 მაისი, ქუთაისის ტრადიციული სახალხო დღესასწაული - „გვირილობა“, იგივე „ორმაისობა“ აღნიშნეს. 

ბავშვებმა აღნიშნული ლამაზი დღე პედაგოგებსა და მეგობრებს განსაკუთრებულად მიულოცეს.

„გვირილობა“ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრებული საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომელიც გიმნაზიელი გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გოგონები გვირილებს კრეფდნენ, ყიდდნენ და შეგროვილი თანხით ტუბერკულ​ოზით დაავადებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მომდევნო წლებში „გვირილობას“ ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად იქცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203