პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა
02-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ხანჩალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაში გაიმართა.
მასში VII, VII, IX, X და XI კლასის მოსწავლეთა სამი გუნდი - „კარინი“, „ჯავახქი” და „დინარკონი“ მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა ღირსეულად იასპარეზა, გამარჯვება კი გუნდმა „კარინი“ მოიპოვა.
კითხვები სამი საგნიდან - გეოგრაფიიდან, ისტორიიდან და სამოქალაქო განათლებიდან დაისვა.
ღონისძიებას პედაგოგები იგით პოდოსიანი, სირან პოდოსიანი და სამსონ ბდოიანი ხელმძღვანელობდნენ.
თამაშის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა იცეკვეს და იმღერეს. მათ როგორც შემოქმედებითი, ასევე ინტელექტუალური შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„პატარა ხანჩალის საჯარო სკოლა აქტიურად ზრუნავს მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე. ამ მიზნით კი ხშირად ტარდება სხვადასხვა სახის შემეცნებითი ღონისძიებები, მათ შორის ინტელექტუალური თამაშები იმართება“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203