თბილისის N26 საჯარო სკოლაში უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა
02-05-2022
თბილისის N26 საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ.

ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით სკოლის ეზოში, 15 აპრილს მოსწავლეთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა გაიმართა.

აქტივობის მიზანი უკრაინელი ბავშვების დახმარება იყო.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების ამ მეტად კეთილ და დასაფასებელ ინიციატივას სკოლის თითოეულმა თანამშრომელმა და მშობელმა მხარი დაუჭირა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203