თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის „ბუნებისმოყვარულთა კლუბმა“ დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნა
02-05-2022
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, დედამიწის დღე „ბუნებისმოყვარულთა კლუბმა“ ტრადიციულად აღნიშნა.

კლუბის წევრებმა თემატური პლაკატები შექმნეს, რომლებიც შემდგომ სკოლის ფოიეში გამოფინეს.

ასევე, გააკეთეს დედამიწის მაკეტების და „გაღიმებული დედამიწის“ ტრაფარეტები.

აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში მოსწავლეებმა კონფერენცია ჩაატარეს, სადაც დედამიწის დღის შექმნის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203