„ქართული ფოლკლორი“- თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
თელავის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო სხვადასხვა სახის პროექტები თუ აქტივობები ხშირად იმართება.ამჯერად სკოლაში პროექტი - „ქართული ფოლკლორი“ განხორციელდა.
პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში: შეფასების, კვლევა-ძიების და სხვა უნარების განვითარება. ამასთანავე მიზანი იყო, რომ ბავშვებს პროექტის მეშვეობით ქართული ფოლკლორის ღირებულება გაეცნობიერებინათ.
პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:
- ინფორმაციის მოძიება ფოლკლორის სახეების შესახებ საქართველოს კუთხეების მიხედვით;
- შეხვედრები ადგილობრივი ფოლკლორის შემსრულებლებთან;
- მოისმინეს რეალურად შესრულებული ხალხური სიმღერები;
- ჩაუტარდათ მასტერკლასი, სადაც შეისწავლეს ერთ-ერთი ხალხური სიმღერა და გალობა;
- მოსწავლეებმა გამოუშვეს კედლის გაზეთი ქართული ფოლკლორის შესახებ.
იხილეთ ფოტოები: