წალკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
02-05-2022
წალკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
მე-10 კლასელებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენები და ქართული ენის განსაკუთრებულობის შესახებ ცნობილი ენათმეცნიერების გამონათქვამები გაიხსენეს; ასევე, დამსწრე საზოგადოებამ აქტივობის ფარლგბეში მოსწავლეების მიერ შერჩეული ლექსები და აფორიზმები მოისმინეს.
მეცხრეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას სათქმელი კედლის გაზეთის საშუალებით გაუზიარეს; კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ - „ენა დედაა ერისა“ და იმ დღეს ქართული ენის დაცვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება დაიცვეს ახალგაზრდებმა.
ნორჩმა კალიგრაფებმა ქართული ანბანის სილამაზე და გრაციოზულობა თავის ნამუშევრებში ასახეს.
„მადლობა პედაგოგებს: ნინო ბერიანიძეს, ლილი ზოიძეს, ეკა ვეზდენს და ჩვენს მოსწავლეებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203