ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
02-05-2022

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.  სკოლაში საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს საგანმანათლებლო ღონისძიებები მიეძღვნა. 

საჩვენებელ გაკვეთილებს, მუსიკალურ ნომრებსა და სხვა აქტივობებს, რომელთაც ქუთაისის პროგრესის მოსწავლე-მასწავლებლები უძღვებოდნენ, მოწვეული სტუმრები, სკოლა „პროგრესის“ თბილისისა და ბათუმის ფილიალების მოსწავლე-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დედაენის დღის აღნიშვნასთან ერთად, ღონისძიებები „პროგრესის“ სამი ფილიალის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გაცნობას, დაახლოებასა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203