აფხაზეთის N10 სკოლის IX კლასის მოსწავლე რაულ შენგელიამ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა
02-05-2022
აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რაულ შენგელიამ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. 

მან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ 81 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიმსახურა. მოსწავლე, ამ გამარჯვებით, ფინალურ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას. 

ჩემპიონატი დასწრებით ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. მასში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლისთვის რაულ შენგელიას წარმატება სასიხარულო და საამაყოა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203