საბეჭისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
02-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

ქართული ანისა და ლიტერატურის პედაგოგების (ნ. ხოზრევანიძე და ზ. ვანაძე) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე „ო, ენავ ჩემო“ ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. 

ასევე, დედა ენის კვირეულის ფარგლებში ნახატების გამოფენა - „ჩვენ გვიყვარს ქართული ენა“ მოეწყო. მოსწავლეებმა დაამზადეს „ანბანის ხეც“.

ორ ეტაპად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი „ნორჩი კალიგრაფები". გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
მოსწავლეებმა ფოტოკოლაჟი „ჩვენი საუნჯე“ და პოსტერები „ჩვენი საგანძური“ და „არა ბარბარიზმებს“ დაამზადეს. 
 
აქტივობის ფარგლებში, კედლის გაზეთი „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ“ გამოუშვეს.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203