
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ დედამიწის დღეს ნამდვილ ოაზისად იქცა.
ამ გარემოსდაცვით დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა გამწვანების აქცია მოაწყვეს და უამრავი ნერგი და ყვავილი დარგეს. ხეები I-VI კლასის მოსწავლეებმა კლასის სახელზე დარგეს და სასკოლო გარემოს მეტი სიმწვანე და სიჯანსაღე შემატეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
„ბავშვები ყოველდღიურად იზრუნებენ ნარგავებზე და გამოუმუშავდებათ ეკოლოგიური და ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევები“,- აღნიშნავენ სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“.
იხილეთ ფოტოები: