თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს
02-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

მოსწავლეებმა მეგობარი ქვეყნისადმი თანადგომის ნიშნად სპეციალური პლაკატები დაამზადეს და უკრაინის დროშა, საქართველოს დროშასთან ერთად დახატეს.

სოლიდარობის გამომხატველ აქციას ფონად სიტყვები - „ჩვენ გვინდა მშვიდობა, არ გვინდა ომი“ გასდევდა.

აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გული უაღრესად შესტკივა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203