„კაცია-ადამიანი?!“ და ცხოვრების ჯანსაღი წესი“ - ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
02-05-2022

ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესში“ დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში, ყველა საგანი ინტეგრირებული საერთო თემის - ჯანსაღი ცხოვრების წესის გარშემო გაერთიანდა. 

ამ საერთო თემას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი თემაზე - „კაცია-ადამიანი?!“ და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა ნაწარმოები დააკავშირეს ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და იმსჯელეს თემის გარშემო. ბავშვებმა ნახეს ფილმი ,,კაცი ადამიანი?!“, წაიკითხეს მონაკვეთები ტექსტიდან, იმსჯელეს წაკითხულის ირგვლივ, გამართეს დისკუსია პერსონაჟების ცხოვრების წესთან დაკავშირებით და კრიტიკულად შეაფასეს მათი ქცევა. გაკვეთილის ბოლოს გამოიტანეს სათანადო დასკვნები, შეადგინეს დღის რეჟიმი, რომელიც დაეხმარებოდათ პერსონაჟებს ყოველდღიურად დაეცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203