„იმოგზაურე, ანუ გახსენი ჭკუის კოლოფები“- ეწერის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსი გაიმართა
02-05-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო კონკურსებსა და აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მთვარისა ფიფიას ორგანიზებით, შიდასასკოლო ინტელექტუალური კონკურსი - „იმოგზაურე, ანუ გახსენი ჭკუის კოლოფები“ ჩატარდა.
აღნიშნული კონკურსი მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით სასკოლო კონკურსად იქცა.
„კონკურსის ფარგლებში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა: ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის , ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედების სამყაროში იმოგზაურეს; გადალახეს: მთები, მდინარეები ტბები, თვალი გადაავლეს ქართულ სუფრას... მწერლებთან ერთად იმოგზაურეს ევროპაში... ლაღი თაობაა, იხალისეს, გაიხსენეს, ისწავლეს.. კონკურსის ორგანიზებაში სტუდენტი - პრაქტიკანტი მონიკა ჩოკორაია მონაწილეობდა, მადლობა მას თანამშრომლობისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203