სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ
02-05-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მუდამ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, 21 აპრილს, სამების და განთიადის საჯარო სკოლების, სამოქალაქო განათლებისა და სპორტის მასწავლებლების ორგანიზებით ფეხბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში სპორტული შეჯიბრებები გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სკოლების დამეგობრებასა და თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. თითოეული მონაწილე კი შეჯიბრებებში დიდი ენთუზიაზმით იყო ჩართული.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203