ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
02-05-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩაატარეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით სპეციალური პლაკატები და ნამუშევრები შექმნეს.

ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია.

გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა, ამიტომ სხვადასხვა აქტივობები ხშირად იმართება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203