ახმეტის N1 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მე-5 კლასის მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს
02-05-2022
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს. 

აქტივობის ინიციატორები ეკოსკოლის კომიტეტის წევრები - მე-5 კლასის მოსწავლეები ანა პატარაშვილი და ანასტასია გოგოჭური იყვნენ. 

მათ ყვავილები თანაკლასელებთან ერთად, დიდი ხალისითა და მონდომებით დარგეს. მეხუთეკლასელები გარემოს გამწვანებისა და დაცვის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებენ. 

სკოლა მადლობას უხდის მათ და წარმატებას უსურვებს.

„მადლობა მე-5 კლასის ბავშვებს სასკოლო პროექტში აქტიური მონაწილეობისთვისა და სკოლის კეთილდღეობაზე ზრუნვისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203