დედაენის დღესასწაული ახმეტის N1 საჯარო სკოლაში
02-05-2022
ახმეტის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.

მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე ქართული ენისა და ამ დღის მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ ვრცლად ისაუბრეს. მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. მათ განვითარებაზე სკოლაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.

„მოსწავლეებმა აღნიშნეს, როგორ დაიცვა ქართველმა ხალხმა ცეცხლითა და მახვილით თავისი ღვიძლი დედაენა ისტორიული ქარტეხილების გზებზე და მოიტანა დღემდე, როგორც უპირველესი ნიშანი ეროვნული თვითმყოფადობისა“,- წერია სკოლის მიერ გავრეცელებულ ინფორმაციაში.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203