გომბორის საჯარო სკოლაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით კონფერენცია ჩატარდა
02-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლაში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით კონფერენცია ჩატარდა.
მომხსენებლები მე-5 კლასის მოსწავლეები გიორგი ლაზაშვილი, ნინო ღურბელაშვილი, ელვინ მამედოვი, ლაშა ნიბლოშვილი, გვანცა გიგოლაშვილი და გიორგი თათარაშვილი იყვნენ.
მათ ნაშრომები არაპროგრამულ თემებზე „ობიექტთა მოდელები“, „მაგიური კვადრატები“ და „მათემატიკური რებუსები“, წარმოადგინეს.
კონფერენციის ხელმძღვანელი მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა მშვენიერაძე იყო. მასში მონაწილე ყველა მოსწავლე დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლის დირექტორი ზურაბ ქისტაურია.
„სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტი არაფორმალური განათლებაა. მოტივირებულ ბავშვებთან ერთად უამრავი საინტერესო ღონისძიება ხორციელდება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203