„მუსიკალური გასეირნება ქალაქში“ - თელავის N5 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
02-05-2022

თელავის N5 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამჯერად, მე-3 კლასში, კომპლექსური დავალების მიხედვით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. სასწავლო პროცესს პედაგოგი თინათინ ნათელაძე ხელმძღვანელობდა. 

გაკვეთილის თემა იყო მუსიკალური გასეირნება ქალაქში. 

პედაგოგმა მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203