„სამშვიდობო პროცესები“- მაღლაკის N2 სკოლის მე-10 კლასში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
02-05-2022
წყალტუბოს მუნიიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასში კონფერენცია - „სამშვიდობო პროცესები“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა ომი, მშვიდობა, კონფლიქტები. ისაუბრეს, რა შეიძლება იყოს კონფლიქტების გამომწვევი მიზეზი და მათი გადაჭრის გზა. 

კონფერენციამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.

მათი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების პედაგოგი გულიკო კოსტავა იყო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203