გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „მინი მუზეუმი“ მოაწყვეს
02-05-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო სივრცეში „მინი მუზეუმი“ მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა მოიძიეს ძველი ნივთები და „მუზეუმში“ განათავსეს, მათ გიდის როლიც მოირგეს და დამთავალიერებლებს შესაბამის ინფორმაციას აწვდიდნენ. 

გამოფენილი იყო აღნიშნული პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, მოსწავლეთა მიერ შესრულებული პრეზენტაციები, სადაც მათ ინფორმაცია მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების შესახებ წარმოადგინეს.

აქტივობის ხელმძღვანელი ლანა ტყეშელაშვილი იყო.

„მოსწავლეებმა წარმოადგინეს ძველი ნივთები, რომლებიც თემატურად იყო განლაგებული. ბავშვებმა მოირგეს გიდის როლი და უმასპინძლეს სკოლის სხვა მოსწავლეებსა თუ პედაგოგებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203