წეროვნის N2 საჯარო სკოლაში არაერთი გარემოსდაცვითი აქტივობა განხორციელდა
02-05-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, სკოლა პროექტში - „ეკოსკოლის პროგრამა“ აქტიურად ჩაერთო, რომლის ფარგლებში არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა.

დედამიწის დღეს, მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობა მიუძღვნეს და პედაგოგის ხელმძღვანელობით ონლაინ ფორმატში გარემოსდაცვაზე საინტერესოდ ისაუბრეს.

გარემოსდამცვლემა სკოლის  მოსწავლეებმა დედამიწას და გარემოს დაცვას თემატური ნამუშევრები მიუძღვნეს.

სკოლაში პედაგოგის ხელმძღვანელობით ასევე, დასუფთავების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებში ბავშვებს სკოლის ეზო გულმოდგინედ დაასუფთავეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა ბმულზე 1, ბმულზე 2ბმულზე 3:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203