ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისტორიის პედაგოგის ხელმძღვანელობით, მეგრულ სამზარეულოს შთამბეჭდავი ღონისძიებით გაეცნენ
02-05-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, ანნა პეტროსიანმა ღონისძიება თემაზე - „მეგრული სამზარეულო სომხურ სუფრაზე და წმინდა აღდგომა“ მოაწყო.
კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა მათგანმა მეგრული სამზარეულოს შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა.
შემდეგ უვე ერთ-ერთი კერძი აირჩიეს, რომელიც მშობლებთან ერთად მოამზადეს; გარდა ამისა, ჯგუფებმა სააღდგომო ტრადიციების შესაბამისად ნაირ-ნაირი კერძებით სავსე სუფრა გააფორმეს.
საბოლოოდ კი პედაგოგთა ჯგუფი, რომლებიც როგორც ჟიური ისე ესწრებოდნენ აქტივობას, 10 ქულიანი სისტემით შეაფასეს.
შეფასებული იყო: გემო, დიზაინი, ჯგუფის ერთიანობა, ასევე ინფორმაცია და რა თქმა უნდა წარდგენაც.
მიუხედავად იმისა, რომ აქტივობაზე როგორც მთლიანად ჯგუფი, ასევე თითოეული წევრი ფასდებოდა საბოლოო ჯამში მეგობრობამ და ერთიანობამ გაიმარჯვა.
ღია გაკვეთილი მაღალი შედეგის მისაღებად კლასის დამრიგებლის, საგნის მასწავლებლის, დირექტორისა და მოსწავლეთა მშობლების თანამშრომლობით წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გაცნობის მიზნით ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზანს ემსახურებოდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203