
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეები, ამ თარიღთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში, მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ.
მათ უყურეს ფილმს - „რა მოხდება დედამიწა ისე რომ მოგვექცეს, როგორც ჩვენ ვექცევით“, გაეცნენ ინფორმაციას, დედამიწის ჩივილიების შესახებ თემატური ნამუშევრები შექმნეს, დარგეს ხეები და პრეზენტაციები მოამზადეს.
მოსწავლეები აქტივობებში დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.
აქტივობები მართლაც სანახაობრივი, საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები: