იანეულის საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილ სათბურში მარწყვის კულტურის გასაშენებლად სამუშოები დაიწყო
02-05-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის ეზოში მოწყობილი სათბური წარმატებით ფუნქციონირებს.
ამჯერად „გურიის აგრობიზნესის ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტის - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“, ფარგლებში სათბურში მარწყვის კულტურის გასაშენებელი სამუშაოები დაიწყო.
მოსწავლეები სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები და თითოეულ აქტივობას დიდი ხალისითა თუ ენთუზიაზმით ასრულებენ.