წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ
02-05-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ექცევა და ამიტომ, სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა აქტივობებში მუდამ აქტიურად მონაწილეობს.

ამჯერად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საერთაშოროსო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის - „სპექტრი“ წარმომადგენლების ორგანიზებით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოს ცენტრალურ პარკში, გარემოს დაცვის თემატიკაზე სხვადასხვა აქტივობები და დასუფთავების აქცია გაიმართა.

აქციაში სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა დედამიწის დაცვის თემატიკაზე ასფალტზე სხვადასხვა ნახატები დახატეს, ხოლო მე-8 კლასის მოსწავლეებმა პარკის ტერიტორია დაასუფთავეს.

აქტივობები სლოგანის - „ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს დედაბუნებაზე“ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203